პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი დღეს კიდევ უფრო ძლიერია და ზედამხედველობის კუთხით უფრო მნივნელოვან ინსტრუმენტებს ფლობს

12.04.21 17:00


პარლამენტი დღეს კიდევ უფრო ძლიერია, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

 

როგორც თალაკვაძემ ამ კონტექსტში პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საკომიტეტო მოსმენები ბევრ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე იმართება, რაც საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს და აინტერესებს.

 

“სწორედ ეს არის შედეგი და ის განსხვავება, რაც საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, პარლამენტის რეგლამენტის რეფორმამ მოიტანა. პარლამენტი დღეს კიდევ უფრო ძლიერია და უფრო მნივნელოვან ინსტრუმენტებს ფლობს ზედამხედველობის კუთხით. პარლამენტში გამართული საკომიტეტო მოსმენები საზოგადოებას აჩვენებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ზედამხედველობის განხორცილებაშიც არის აქტიური და ეს აქტიურობა შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე დასძინა, რომ ამ ფონზე მნიშვნელოვანია პროცესში ოპოზიციის ჩართვა. თალაკვაძის თქმით, ორი ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილია, სულ უფრო მეტად იყენებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს.

 

“ამ მექანიზმების სრულფასოვნად გამოყენებას ოპოზიციის ის წარმომადგენლობა სჭირდება, რომელიც საზოგადოებამ აირჩია. ჩვენ ღიად დავტოვეთ კარი, რომ საპარლამენტო საქმიანობას სხვა პარტიებიც შემოურთდნენ. ეს გახლავთ საზოგადოების დაკვეთაც, რასაც საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაც აჩევენებს.

ეს გახლავთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორენების ცალსახა მოწოდება, რჩევა და პოზიცია“, - განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები