საზოგადოება
13.04.21 11:45
ერთიან ეროვნული გამოცდებასთან დაკავშირებულ შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ისაუბრა.
როგორც გორგოძე აღნიშნავს, აბიტურიენტებს რეკომენდაციების შესახებ გამოცდებამდე დაახლოებით, 2 კვირით ადრე ეცნობებათ.
„ვფიქრობ, წინა წლის გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება საგამოცდო პროცესის ორგანიზებასა და წარმართვაში. შარშან სრულიად განსხვავებულ რეჟიმში მოგვიწია ყოფნა, ყველაფერი იყო ახალი - ფაქტია, კარგად იმუშავა შემუშავებულმა სქემამ.
უკვე არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, წელს უფრო მომზადებულად ვთვლით თავს. პირველადი კომუნიკაცია გვქონდა ჯანდაცვის სპეციალისტებთან.
მათ გვითხრეს, რომ შარშან შემუშავებული რეკომენდაციები რელევანტურია, თუმცა შანსი იმისა, რომ ისინი გადაიხედოს და კორექტივები შევიდეს, რა თქმა უნდა, არის - ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე და იმაზე, რა ეპიდსიტუაცია გვექნება გამოცდებამდე 2 კვირით ადრე. არ ვფიქრობ, რომ საჭირო გახდება რადიკალური ცვლილებების შეტანა. ახლა ამაზე საუბარი ძალიან ადრეა.
ვაკვირდებით სიტუაციას და გამოცდებამდე დაახლოებით 10 დღით, 1 კვირით ადრე ექნებათ აბიტურიენტებს ინფორმაცია ამ პროცედურებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გორგოძემ და დასძინა, რომ ამ რეკომენდაციებში შეიძლება დაზუსტდეს ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ინფიცირებული აბიტურიენტების მართვა.
ამასთან, გორგოძის ინფორმაციით, ვირუსის მატარებელ აბიტურიენტებს სავარაუდოდ, გამოცდის ჩატრება სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში მოუწევთ.
მისივე თქმით, არ განიხილება საკუთარ სახლში და ასევე ღია სივრცეებში (სტადიონები, ღია მოედნები) გამოცდის ჩატარება.
„სარეზერვო სივრცეები მანამდეც გვქონდა სიცხიანი აბიტურიენტებისთვის გამოყოფილი და, რა თქმა უნდა, არსებობს შანსი, რომ ახლაც გამოვყოთ კოვიდინფიცირებული აბიტურიენტებისთვისაც“, - განაცხადა გორგოძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24