პოლიტიკა

ლევან იზორია: ჩვენი ამოცანაა ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობები უფრო ხელშესახები გახდეს ახლო მომავალში

07.05.21 11:00


სულ რაღაც ერთ კვირაში მაზარ-ი-შარიფში ჩვენი კონტიგენტი დატოვებს მისიას და გაემგზავრება საქართველოში. დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე ირაკლი კობახიძეს სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხა იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ნატოს მისიის ფარგლებში ავღანეთში ჩვენმა სამხედროებმა გასწიეს, - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისივე თქმით, ეს დიდად დაფასებული ღვაწლია.

 

„ჩვენ ვსაუბრობთ მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე, რათა გლობალური უსაფრთხოების და ნატოსთან პარტნიორობის თვალსაზრისით ჩვენი მონაწილეობა უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს. ჩვენ იმედებით ვუყურებთ ყველა სამიტს, რათა პრაქტიკული თანამშრომლობა უფრო ხელშესახები და პროგრესირებადი იყოს. ამავე იმედით და ოპტიმიზმით ვუყურებთ ნატოს მორიგ სამიტს. ჩვენი ამოცანაა ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობები უფრო ხელშესახები გახდეს ახლო მომავალში.

გეოსტრატეგიული რეალობის გათვალისწინებით, სისტემური კონკურენციის პირობებში, სადაც რუსეთი განსაკუთებულ აგრესიას იწვევს გავლენების დასაბრუნებლად, დასავლეთს სჭირდება მეტი მობილიზაცია, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები