პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე: ვეტოს საფუძველი არ არსებობს

07.05.21 13:30


ვეტოს საფუძველი არ არსებობს, თუმცა, თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, „ქართული ოცნება“ კანონპროექტის ბედთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ როგორი იქნება პრეზიდენტის შენიშვნები, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს ისეთი მტკივნეული კანონპროექტი არ არის, რომ აპოკალიფსური სურათები დაიხატოს.

 

„ქართული ოცნება“ მზად არის წარადგინოს საკუთარი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით და მეტი სიცხადე შეიტანოს ამ დისკუსიებში.

ოპოზიციის პოზიცია, რომ დიდ რისკებს ხედავენ ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, ეს არგუმენტირებული არ არის. შესაბამისად, საამისოდ, ვეტოს დადებისთვის წინაპირობები არ არსებობს. არ არის ეს ისეთი მტკივნეული კანონპროექტი, რომლის შედეგადაც აპოკალიფსური სურათები უნდა დაიხატოს. არ არის ასე, ამას არ ვეთანხმები და შესაბამისად არგუმენტაცია, რომელსაც ოპოზიცია ასახელებს, სწორი არაა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

იაგო ხვიჩიას თქმით, პრეზიდენტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებას ფიქრობს.

 

პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები