პოლიტიკა
10.05.21 17:20
გასული ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ პერიოდულად ვთანამშრომლობდით საერთაშორისო ორგანიზაციებში, დადგა დრო, გავზარდოთ ჩვენი ურთიერთობები საერთაშორისო ფორუმებიდან უმაღლეს დონემდე, – ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის განვითარების საკითხები განიხილეს.
„დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, მივესალმოთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ეს პირველი, ისტორიული ვიზიტია უმაღლეს დონეზე, 2019 წლის 16 თებერვალს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ.
სიმბოლურად ჩვენ დაკავშირებული ვართ ძალიან მნიშვნელოვანი იუბილით. წელს, ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო დამოუკიდებლობის 30 წელს აღნიშნავს. ჩვენ დამოუკიდებლობის მიღებიდან, საქართველო კი, აღდგენიდან.
ასევე გასული ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ პერიოდულად ვთანამშრომლობდით საერთაშორისო ორგანიზაციებში. დადგა დრო, გავზარდოთ ჩვენი ურთიერთობები საერთაშორისო ფორუმებიდან, უმაღლეს დონემდე.
დღეს ქალბატონ ზურაბიშვილთან განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის წინსვლა უახლოეს მომავალში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი და მტკიცე საფუძველი ჩავუყაროთ ორმხრივ ურთიერთობებს, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი სამართლებრივი ჩარჩოს რეგულირება და ხელშეწყობაა“, – განაცხადა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, აღინიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაში პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი.
„ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს ძალიან მდიდარი ბუნებრივი და კულტურული ისტორიული მემკვიდრეობა გააჩნიათ. დღეს ხელმოწერილი მნიშვენლოვანი დოკუმენტებიდან ერთი სავიზო რეჟიმის გაუქმებაა, რათა გამარტივდეს ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს მოქალაქეების მოგზაურობა. მეორე დოკუმენტი კულტურის სფეროში მემორანდუმია, ჩვენსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებს შორის.
ეს ორი დოკუმენტი უნდა გახდეს სამართლებრივი საფუძველი ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებისა და საერთო კულტურული თანამშრომლობისთვის. ჩვენი შეთანხმებები პროცესშია“, – განაცხადა სტევო პენდაროვსკმა.
მან მოუწოდა ბიზნესმენებს ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოში, დაამყარონ კონტაქტები და იმუშავონ ბიზნესპარტნიორობაზე.
„მინდა, მოვუწოდო ბიზნესმენებს ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოში, დაამყარონ კონტაქტები და იმუშაონ ბიზნესპარტნიორობაზე ორმხრივი სარგებლისთვის.
დღეს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და მე გავცვალეთ შეხედულებები ჩვენს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ევროპის კონტინენტის სტაბილურობის, უსაფრთხოების კონტექსტში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტერიტორიულად პატარა ქვეყნები ვართ და სხვადასხვა რეგიონული მდებარეობა გვაქვს, გვაქვს საერთო სტრატეგიული, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები“, – აღნიშნა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკმა.
სტევო პენდაროვსკის განმარტებით, როგორც ნატო-ს წევრი, მხარს უჭერენ საქართველოს უფლებას, დაამყაროს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა ალიანსთან.
„ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია და ამ თვალსაზრისით ჩვენ მზად ვართ, გავაღრმავოთ თანამშრომლობა პარტნიორულ მექანიზმებში. ამავდროულად, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამავდროულად, მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, რომელიც ერთადერთი მექანიზმია, სადაც ყველა მხარეა ჩართული გადაუჭრელი შიდა კონფლიქტის პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა სტევო პენდაროვსკმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 289
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24