პოლიტიკა

მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს ამ ყოფითი კონფლიქტის სხვა ჭრილში წარმოჩენისა და მკვეთრი განცხადებებისაგან - ოქრიაშვილი დმანისის დაპირისპირებაზე

17.05.21 15:30


პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი დმანისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განაცხადა, რომ ყველა ტიპის ძალადობას გმობს. ოქრიაშვილმა მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურას, დროულად გამოიძიონ მომხდარი:


„მსურს, გამოვეხმაურო 16 მაისს, ქალაქ დმანისში განვითარებულ მოვლენებს.

სამწუხაროდ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული ინციდენტი, მოგვიანებით სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც ზოგიერთ მხარეს ინტერპრეტირების საშუალება მისცა. პირველ რიგში, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ამ ყოფითი კონფლიქტის სხვა ჭრილში წარმოჩენისა და მკვეთრი განცხადებებისაგან.

ვგმობ ნებისმიერი ტიპის ძალადობას და ასევე, მოვუწოდებ ჩვენს სამართალდამცავ და საგამოძიებო სტრუქტურებს, უსწრაფესად გამოიძიონ დანაშაული და კანონის წინაშე პასუხი აგოს ყველა მოძალადემ“ - აცხადებს ოქრიაშვილი.

 

შეგახსენებთ, დღევანდელი დაპირისპირება გუშინდელი ინციდენტის გაგრძელებაა. გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდა.

 

როგორც ცნობილი ხდება, გუშინდელი ანგარიშსწორება ერთ-ერთ მაღაზიაში პროდუქციის ვალადა გაცემაზე უარს მოჰყვა. ინციდენტის გამო ჩხუბში მონაწილე რამდენიმე პირი დაკითხვაზე გადაიყვანეს, დღეს კი ადგილობრივ სვანებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირება გამწვავდა.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები