პოლიტიკა
17.05.21 17:10
საქართველოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი ეწვევა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედისას განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ორი ქვეყნის ერთიანი ძალისმხევა საერთო მიზნების - ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, მისაღწევად.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე განვითარებული პროცესების გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა.
„მხარეები მიესალმნენ სამი ასოცირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმის გაფორმებას ევროინტეგრაციის საკითხებზე და გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ეკონომიკურ და სექტორულ დაახლოებას.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გააქტიურების და გაღრმავების შესაძლებლობები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ უკრაინა ინარჩუნებს საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მოწინავე ადგილს.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომში გააქტიურებისთვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვის დადებით პრაქტიკას. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს და უკრაინის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას ევროკავშირთან არსებული შესაძლებლობების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტიანი გამოყენების თვალსაზრისით.
კმაყოფილებით აღინიშნა ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მაღალი დინამიკა, ასევე ის დიდი პოტენციალი, რაც არსებობს ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების და ამ მიმართულებით შავი ზღვის პოტენციალის გამოყენების კუთხით. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და მიესალმნენ კიევისა და თბილისის ძალისხმევას, რომ ნატო-ს მომდევნო სამიტზე სათანდად იქნას ასახული ორივე ქვეყნის ინტეგრაციული მიზნები. უკრაინის პრემიერმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრან ირაკლი ღარიბაშვილთან არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მაღალი დონის კომუნიკაცია. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთიან კომუნიკაციას ევროკავშირთან“, - აღნიშნავენ უწყებაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
21:4120.05.24
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24