პოლიტიკა
17.05.21 17:45
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ბრიუსელში ვიზიტი კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომ ქვეყანა არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსის ერთგულია.
არჩილ თალაკვაძემ კუჭავას წარმატებები უსურვა.
„პარლამენტის თავმჯდომარის ბრიუსელში ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის ფარგლებშიც ის ევროსტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება. პარლამენტის თავმჯდომარე თავის ოფიციალურ პირველ ვიზიტს ევროპაში, ბრიუსელში მართავს. ეს ჩვენი მხრიდან ნათელი სიგნალია, კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ერთგული ვართ საგარეო პოლიტიკური კურსის და საქართველოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ევროინტეგრაცია, ინტეგრაცია ნატო-ში. მსურს, წარმატებები ვუსურვო კახა კუჭავას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში ოპოზიციის წარმომადგენლის მონაწილეობა მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ ერთგულია შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთების.
„მნიშვნელოვანია, რომ მასთან ერთად არის ოპოზიციიდან წარმომადგენელი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ ერთგულია შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთების. მომხრე ვართ, თანამშრომლობაზე ორიენტირებული პოლიტიკის. გვსურს, საქმიანი და მშვიდი პოლიტიკური პროცესი, ეს შესაძლებელი იქნება უახლოესი თვეების განმავლობაში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში ვიცესპიკერი ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი შედიან.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
21:4120.05.24
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24