პოლიტიკა

კახა კუჭავა ბერლინის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

18.05.21 10:15


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ბერლინის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, ილიან ტილიოსს შეხვდა.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას საპარლამენტო დონეზე.

 

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე და დღემდე მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა საქართველოს ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი, მათ შორის ყურადღება გამახვილდა უცხოურ ინვესტიციებზე.

 

კახა კუჭავა, ბელგიის ფედერალურ პარლამენტში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელსაც შეხვდა და მასთან მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ისინი შეთანხმდნენ, რომ მეგობრობის ჯგუფები ერთმანეთს უახლოეს მომავალში შეხვდებიან.

 

 

წყარო : /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები