პოლიტიკა
18.05.21 10:45
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, მაღალი რანგის შეხვედრებს აგრძელებს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კახა კუჭავა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ კონკრეტულ ნაბიჯებსა და ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა განაცხადზე, რომელსაც საქართველო 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის დროული და სრულყოფილი იმპლემენტაციისა და საქართველოში თანამედროვე ევროპული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
„ვისაუბრეთ ევროპულ გზაზე, რომელსაც საქართველო ადგას და რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადასადგმელი, რათა 2024 წლის განაცხადი გახდეს არა მხოლოდ რეალური, არამედ, რეალურად აღსრულებადი. ამიტომ, ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში დგას. არ გვისაუბრია დეტალებზე განვლილ მოვლენებთან დაკავშირებით, თუნდაც იმიტომ, რომ საკმაოდ არის ვიცეპრეზიდენტი ამ საკითხებზე ინფორმირებული. ვისაუბრეთ, რა არის ხვალინდელი გზა – შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულების გზა, დიალოგის სისრულეში მოყვანა, იმ ვალდებულებების შესრულება, და რაც ყველაზე მთავარია, იმ თანამედროვე ევროპული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება ჩვენს ქვეყანაში, რის ნიშნებიც ნამდვილად არსებობს. მომავალი სამიტი, სადაც საქართველოს საკითხებიც იქნება განხილული, პირველ რიგში, ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი და არა უბრალოდ ადრე თუ გვიან წევრობაზე საუბარი. ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ და რომლის შესახებ აუცილებლად გვექნება მხარდაჭერა“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კუჭავამ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 307
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
21:4120.05.24
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24