პოლიტიკა

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, „ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი სამომავლო კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სოლიდური ბაზაა

11.06.21 16:20


საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მარკ კლეიტონის განცხადებით, „ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი სამომავლო კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სოლიდური ბაზაა. ამის შესახებ კლეიტონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

 

„მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა „ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონი მიიღო.

 

ეს სოლიდური ბაზაა, სამომავლო კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ქვეყნის კიბერ სივრცეში თავდაცვისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად.

მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გაძლიერდეს ზედამხედველობა“, - წერს ბრიტანეთის ელჩი.

 

ცნობისთვის, პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა.

 

ეს არის საკანონმდებლო პროექტი, რომელიც პარლამენტს ჯერ კიდევ 2019 წელს წარედგინა. სამივე მოსმენით განხილვა წინა მოწვევის პარლამენტში გაიმართა და მესამე მოსმენით კენჭისყრაზე გაჩერდა.

 

პროექტი, მესამე მოსმენით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე - 77 მომხრე, 2 - წინააღმდეგი, გავიდა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები