პოლიტიკა

ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მხარდაჭერით სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ ქმედებებს - ბორელი

14.06.21 10:00


საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშორის უმაღლესი წარმომადგენლი ჟოზეფ ბორელი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რასაც ხელი შეუწყო საქართველომ და რამაც აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლება და სომხეთის მიერ დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემა გამოიწვია.


ჟოზეფ ბორელი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ნაბიჯი გზას გაუხსნის მხარეებს შორის შემდგომ თანამშრომლობას და ყველა სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას.

 

"ეს არის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და ნდობის ჩამოყალიბების ჟესტები ბაქოსა და ერევანის მიერ, რომელიც, იმედია, გზას გახსნის მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობისა და ყველა დაკავებული სომეხის საბოლოოდ გათავისუფლებისკენ, აგრეთვე დანაღმული ტერიტორიების ყველა არსებული რუკის გადაცემისკენ იმისთვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილება მოხდეს"- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები