პოლიტიკა

დღეს ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიმართება

14.06.21 10:40


დღეს ბრიუსელში გაიმართება ნატოს სამიტი, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

 

ქართული მხარის მოლოდინი პოზიტიურია. ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ სამიტზე მხარს დაუჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. დასკვნით დოკუმენტში კი სათანადოდ შეფასდება საქართველოს ნაბიჯები ევროატლანტიკურ გზაზე.

 

ბრიუსელის სამიტის პარალელურად, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი მონაწილეობას მიიღებს ბრიუსელის ფორუმში და ისაუბრებს ჰიბრიდულ საფრთხესა და საქართველოს გამოცდილებაზე, მასთან გამკლავების კუთხით. ასევე, ყურადღებას გაამახვილებს ამ საფრთხის დასაძლევად საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული ძალისხმევისა და მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები