პოლიტიკა

ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოშია

14.06.21 12:00


ეუთოს გენერალური მდივანი უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ჰელგა მარია შმიდმა Twitter-ზე დაწერა.

 

„ახლახან ჩამოვედი თბილისში. მოუთმენლად ველი ოფიციალურ პირებთან, პარლამენტარებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას და კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობის უშუალოდ ნახვას, - წერს შმიდი.

 

ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი დღეს საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. ის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ცნობილია, რომ ჰელგა შმიდი ხვალ ერგნეთში მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაში. დღეს კი ეუთოს გენერალური მდივანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და ამერიკის ელჩთან ერთად, გამყოფი ხაზის სოფელ ციცაგიანკარში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები