პოლიტიკა
17.06.21 17:40
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით წმინდა საყდარში (ვატიკანი) იმყოფება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს საქართველოს პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო-ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიაში პირველად ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს.
მათივე ინფორმაციით, დღემდე ვატიკანსა და საქართველოს შორის არცერთ სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი არ გაფორმებულა.
„ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს გამართულ შეხვედრებზე განიხილეს ურთიერთობის ის შესაძლებლობები, რომელიც ქართველ სტუდენტებსა და მკვლევარებს მისცემს საშუალებას ისწავლონ ვატიკანის მუზეუმის სასწავლო ლაბორატორიებში და გაიარონ 6-თვიანი პრაქტიკა 7 სხვადასხვა სახეობის სახელოსნოში.
თანამშრომლობის მეორე მიმართულება გამოფენების ჩატარებას უკავშირდება, მესამე კი, ვატიკანის მუზეუმის წარმომადგენლების ჩართვას საქართველოში მიმდინარე სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოებში, რაშიც დღეს გადაუდებელი საჭიროება არსებობს.
აღნიშნული საკითხები საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანის მუზეუმის დირექტორთან ბარბარა იატასთან შეხვედრისას განიხილა, რის შემდეგაც მუზეუმის დირექტორმა პრეზიდენტს მუზეუმში რესტავრაციის კონკრეტული ნიმუშები აჩვენა.
საქართველოს პრეზიდენტმა ისტორიული არქივის დირექტორთან კარდინალ ლუის ანტონიო ტაგლესთანშეხვედრისას არქივის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსთვის დიდი ინტერესის მატარებელია და მნიშვნელოვანია ამ არქივზე სამუშაოდ დაშვებული იყვნენ ქართველი სტუდენტები და მკვლევარები, რომლებიც შეძლებენ საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროების კვლევას, სისტემატიზაციას და კატალოგიზაციას.
პრეზიდენტი არქივში გაეცნო წმინდა ქეთევანის წამებისა და მისი წმინდა ნაწილების გადაბრძანების ისტორიას, ასევე, მისი შვილის, თეიმურაზის რწმენით აღსავსე წერილსა და სხვა ავტორების დოკუმენტებს, რომლებიც წმინდა საყდრიდან წარგზვანილი მისიოენერების მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებას გამოხატავენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვატიკანში საქართველოს პრეზიდენტი აუდიენციას გამართავს მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24
-
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
11:0001.05.24
-
შსს: საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი
10:3501.05.24
-
სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს
10:1401.05.24
-
1 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
9:5501.05.24
-
სომხები ოსმალეთის იმპერიაში – რა იყო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო და თანამედროვე რეალობა
7:0501.05.24
-
ანრი ოხანაშვილი - ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ფაქტის კონსტატაციაა
18:0030.04.24
-
ლუკ კოფი - ბრმა ადამიანსაც შეუძლია დაინახოს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია
17:2730.04.24
-
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ილია დარჩიაშვილს ვურჩიე, გადახედოს ჩვენს დირექტივას
17:0030.04.24
-
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
16:2830.04.24
-
16:0030.04.24
-
15:3430.04.24
-
15:0530.04.24
-
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
14:2330.04.24
-
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა
14:0030.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
13:3930.04.24
-
13:0730.04.24
-
12:4630.04.24