პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არ არსებობს შესაძლებლობა მიშელის დოკუმენტის ცალკეულ პუნქტებზე ხელმოწერის, ან აწერენ ხელს დოკუმენტს, ან არ აწერენ

18.06.21 17:00


არ არსებობს შესაძლებლობა მიშელის დოკუმენტის ცალკეულ პუნქტებზე ხელმოწერის, ან აწერენ ხელს დოკუმენტს, ან არ აწერენ - „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად მოუწევს შეთანხმებაზე ხელის მოწერა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

„ქართულმა ოცნებამ“ ბევრჯერ ვთქვით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს ხელის მოწერა შარლ მიშელის დოკუმენტზე, ამ ხალხის სიტყვას დიდი ხანია ფასი დაკარგული აქვს. მათ ჰქონდათ არაერთი განცხადება, რომ კონკრეტულ ნაბიჯს არ გადადგამენ, მერე მოუწიათ გადადგმა, მოუწიათ მათი სიტყვების უკან წაღება, ასევე, დამერწმუნეთ, შესაბამის დროში მოუწევთ მათი სიტყვების უკან წაღება, რომ ისინი ხელს არ აწერენ, მოაწერენ ხელს, საკმარისი დრო აქვს ამ ხალხს, რომ ასევე შემოუერთდეს ამნისტიას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები