პოლიტიკა

რესტორნები, კაფეები და კლუბები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ

22.06.21 12:20


1-ლი ივლისიდან რესტორნები, კაფეები და კლუბები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვა კვებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დაწესებულებაზე გავრცელდება.

 

„შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 24:00 საათამდე. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ღამის კლუბებსა და ისეთ დაწესებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან. ასევე, სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები