პოლიტიკა

სოხუმში რუსულ სააგენტო “რეგნუმს” ქართული ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებენ

30.09.16 16:35


“რეგნუმის ანტიაფხაზური პოლიტიკა”- ასე ჰქვია სტატიას, რომელიც ახალმა აფხაზურმა პორტალმა აპსნილაიფმა გამოაქვეყნა.

სტატიაში ნათქვამია, რომ გუშინ, 2016 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის გათავისუფლების 23-ე წლისთავის შემდეგ, საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმმა” გამოაქვეყნა პუბლიცისტ ავიგდორ ასკინის ანტიაფხაზური და პროვოკაციული სტატია: კავკასიური პარადოქსი: “ქართველი დევნილების დაბრუნება, როგორც რუსული ინტერესი”. სტატიის ძირითადი გზავნილია ის გარემოება, რომ 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღეს ქართველების კალენდარში შავი დღეა, რომ ქართველების წინაშე ბევრი დანაშაული იყო ჩადენილი ომის დროს და დევნილების პრობლემა დღესაც აქტუალურია.

აფხაზური გამოცემა აპსნილაიფი წერს, აღმოჩნდა რომ სააგენტო “რეგნუმი”, რომელმაც სოხუმში ორი თვის წინ საკორესპონდენტო პუნქტი გახსნა, ქართულ ინტერესებს ლობირებს და დროა, მისი აფხაზეთში საქმიანობის შესახებ შეთანხმება გადაიხედოს.


წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები