პოლიტიკა

კარგია, რომ მაინც მოუწია წასვლა, მაგრამ იტყუება, რომ თავად გადაწყვიტა - ხოშტარია ჟვანიას გადადგომაზე

30.06.21 14:20


პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც წერს, რომ თამარ ჟვანია იტყუება, თითქოს პოსტის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო:


"კარგია, რომ მაინც მოუწია ჟვანიას წასვლა, მაგრამ:

 

1. კიდევ ერთხელ მეტყველებს სისტემის სიმახინჯეზე, როცა უნდათ, რა სოუსითაც უნდათ ისე რომ მიიღება გადაწყვეტილებები

 

2. იტყუება, რომ თავად გადაწყვიტა

 

3. ერთი კვირის წინ ზუსტად საპირისპირო თქვა, უპატივცემულობა კიდევ ერთხელ

 

4. ილუზიები არ უნდა შეგვექმნას, რომ გაყალბების სისტემა მოირღვა

 

5. გამყალბებელთა კლანი ჯავახიშვილის თაოსნობით კომფორტულად არიან", - წერს ელენე ხოშტარია.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები