პოლიტიკა
30.06.21 15:00
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებული რეგულაცია იმ მშენებლობებს შეეხება, რომლებზეც სამშენებლო ნებართვა 2022 წლიდან გაიცემა.
როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტი ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად მომზადდა.
„სამშენებლო სექტორთან კომუნიკაცია კანონპროექტის მომზადების ეტაპზევე გვქონდა. ეს პუნქტი მათთან დეტალურად გავიარეთ. ყველა ერთსულოვნად შევთანხმდით, რომ ეს რეგულაცია სწორია. ის, რომ დღეს, ხალხი ექსპლუატაციაში მიუღებელ საცხოვრებელ სახლებშია შესახლებული, სწორედ ამ რეგულაციის არარსებობის ბრალია. ყველა ერთხმად შევთანხმდით, რომ ეს საჭიროა. ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესის მხრიდან იყო ორი თხოვნა: თუ შეიძლებოდა, რომ ამ მუხლის ამოქმედების ვადა ყოფილიყო ცოტა უფრო შორს. შევთანხმდით, რომ ეს წესი გავრცელდება იმ მშენებლობებზე, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა გაიცემა 2022 წლის 1 იანვრიდან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მათთან კომუნიკაციის გზით მოხდა ამის რეგლამენტირება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, ბიზნესის მეორე თხოვნას შეეხებოდა ექსპლუატაციის ვადებს და სამშენებლო სექტორსა და მერიას შორის შედგა შეთანხმება, რომ ადმინისტრაციული ვადები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
„ჩვენ ამ პირობას, რომელიც ბიზნესს მივეცით, აუცილებლად შევასრულებთ, მით უმეტეს, რომ ჩვენც გვაქვს დრო, რომ რესურსი გავზარდოთ, ოპტიმიზაცია გავუკეთოთ პროცესს. ეს არის ჩვენი მუდმივი სამუშაო რეჟიმი ყველა სამსახურის მიმართულებით. ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ადმინისტრაციული პროცედურები.
შესაბამისად, ეს ორივე თხოვნა, რაც წამოყენებული იყო ბიზნესის მხრიდან, გათვალისწინებულია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24