პოლიტიკა

„არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, კატეგორიულად მიუღებელია“ - ევროპელი სოციალისტები

30.06.21 15:20


პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა როგორც აცხადებენ, მათთვის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია.


„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები ერთმნიშვნელოვნად პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას, რაც ჩვენი კონსტიტუციით არის გარანტირებული, თუმცა, ადამიანის უფლებათა დაცვის საფარქვეშ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ.

 

„ევროპელი სოციალისტების“ წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ ქვეყნის ხელისუფლება გაატარებს შესაბამის ზომებს, რათა სახელმწიფოს სტაბილურობას, სამოქალაქო მშვიდობას, ერის ისტორიულ, ტრადიციულ, ეთნიკურ და კულტურულ თვითმყოფადობას არანაირი საფრთხე არ დაემუქროს.

 

ამასთანავე, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს კორონა ვირუსის გავრცელების ბოლო დღეების სტატისტიკა, როცა „კოვიდ-19“-ით მოსახლეობის ინფიცირების რაოდენობა ოთხ ნიშნა ციფრს გადასცდა. შესაბამისად, აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინება და არსებული კოვიდ რეგულაციების მკაცრი დაცვა“, – ნათქვამია ევროპელი სოციალისტების განცხადებაში.

 

ინფორმაციისათვის, „პრაიდ კვირეული“ თბილისში პირველ ივლისს გაიხსნება - მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი.

 

კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები