პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება

30.06.21 17:00


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.


როგორც კობახიძე აღნიშნავს, ოპოზიციურ პარტიებს, ენჯეოებსა და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა თამარ ჟვანიასთვის ბოდიშის მოსახდელად:

 

„ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები:


- გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი)


- გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა


- გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება


- გაუყალბეს არჩევნების გაყალბება

 

ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება - რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ. თუმცა, არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

ინფორმაციისთვის, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები