პოლიტიკა

„საქართველოსთვის“ არანაირ ალიანსს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ განიხილავს“ - გიორგი გახარია

01.07.21 15:00


ექსპრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ არანაირ ალიანსს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ განიხილავს.


„მინდა აბსოლუტურად ღიად ვთქვა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ არანაირ ალიანსს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ განიხილავს და ვერ განიხილავს, ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია“, - განაცხადა გახარიამ.

 

მან, ასევე, ისაუბრა მისი ვიზიტის შესახებ ბრიუსელსა და აშშ-ში და აღნიშნა, რომ გახარიას დასაცავი გახდა მმართველი გუნდის მიერ გადადგმული არათანმიმდევრულად გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯები.

 

„ჩვენ გვქონდა საინტერესო ვიზიტი ბრიუსელში და აშშ-ში. ჩვენი დასაცავი ამ ვიზიტებზე დარჩა „ქართული ოცნება“.

 

ხშირ შემთხვევაში სულელური ნაბიჯები, რომელსაც პარტიის ხელმძღვანელობა დგამს, ჩვენი დასაცავი გახდა მათი ეს ნაბიჯები. იმიტომ, რომ უბრალოდ ეს ხალხი ხანდახან ივიწყებს და ვერ იაზრებს მარტო პარტიას კი არა, სახელმწიფოს ვერ მართავენ და თავიანთი არათანმიმდევრული უსუსური ნაბიჯებით სახელმწიფოს აზიანებენ.

 

ჩვენ ეს პასუხისმგებლობას გვესმის. ერთი რამ მინდა საბოლოო ჯამში გითხრათ იქ, სადაც სახელმწიფო ინტერესებია და ვინც ამ ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, ჩვენ არანაირი კომპლექსი არავისთან და სიმართლესთან თვალის გასწორების არ გვაქვს. იქ, სადაც ვხედავთ, რომ არათანმიმდევრული, სულელური ნაბიჯები სახელმწიფოს აზიანებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით უაღრესად კრიტიკულები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები