პოლიტიკა

გორში გახარიას პარტიის ახალი ოფისის გახსნაზე შენობას დენის მიწოდება შეუწყვიტეს

01.07.21 16:20


გორში ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" ახალი ოფისი გახსნა, სადაც პრეზენტაციის დროს შენობას დენის მიწოდება შეუწყვიტეს. გახარიას თქმით, ხელისუფლება უშედეგოდ ცდილობს მათ წინააღმდეგ შავი კამპანია ააგოროს, რომელიც მხოლოდ ოფისების დახურვით, ჭორების მოგონებით, მისი თანამოაზრეების საჯარო სამსახურებიდან გამოყრით არ დასრულდება:


"ჩვენ არ ვებრძვით არავის, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ, ჩვენ ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მომავლისთვის, მიუხედავად იმისა, რას მოგვიგონებენ, მიუხედავად იმისა, როგორ იჭორავებენ და გაგვლანძღავენ, მიუხედავად იმისა, როგორ ჩაგვიქრობენ შუქს პრეზენტაციის დღეს, რომელიც დღეს აქ მოგვიწყვეს, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიხურავენ ოფისს, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურიდან დაითხოვენ კი არა, უბრალოდ გამოყრიან ადამიანებს, რომლებიც წლებია, საჯარო მოსამსახურეები არიან, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის მსახურებას", - აღნიშნა გახარიამ.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები