პოლიტიკა
02.07.21 14:00
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი გაუსვეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, ამ გზაზე ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს მხრიდან გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს.
ჯეიმს აპატურაიმ გამოხატა მადლიერება საქართველოს იმ მნიშვნელოვანი, აქტიური როლისთვის, რომელსაც ქვეყანა თამაშობს რეგიონში. მისი განცხადებით, აღსანიშნავია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გადაჭრის მიმართულებით გაწეული დახმარება და ძალისხმევა უკეთესი რეგიონული თანამშრომლობისთვის. ამ მიმართულებით საქართველო წარმატებით თამაშობს უნიკალურ და გადამწყვეტ როლს, რომელსაც ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ ითამაშებს.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელმა, განიხილეს და დასახეს უფრო სიღრმისეული თანამშრომლობის დღის წესრიგი და ამ მიმართულებით ნატო-ს მეტი ჩართულობითა და მხარდაჭერით საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის მიმართ, წინსვლის გზები.
„ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა. ეს გახლდათ პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში.
10 წლის განმავლობაში ვისწავლე იმდენი ქართული, რათა გავიგო, რომ თქვენ ჩამოთვალეთ მთლიანი დღის წესრიგი, თუმცა ნება მომეცით ვთქვა რამდენიმე სიტყვა.
პირველ რიგში მინდა აღინიშნოს, რომ ნატო-ს სამიტზე ნამდვილად აღიარეს ის, თუ რამდენად შორს წავიდა საქართველო რეფორმების გატარებისა და ნატო-სთან დაახლოების კუთხით. თუ შევადარებთ წინა სამიტის დეკლარაციას და ახლანდელს, აშკარად ჩანს, რომ დოკუმენტი გახდა უფრო მკაფიო, დეტალებზე ორიენტირებული და ხდება გამოწვევების, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სირთულეების, მეტად აღიარება.
ჩვენ დავსახეთ უფრო სიღრმისეული თანამშრომლობის დღის წესრიგი და ასევე შეხვედრაზე განვიხილეთ ამ მიმართულებით და ნატო-ს მეტი ჩართულობითა და მხარდაჭერით საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის მიმართ, წინსვლის გზები. ამასთან, ჩვენ ვისაუბრეთ თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე, მათ შორის კიბერუსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
მან რეგიონში საქართველოს როლზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღსანიშნავია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გადაჭრის მიმართულებით გაწეული დახმარება და ძალისხმევა უკეთესი რეგიონული თანამშრომლობისთვის.
„მინდა, ასევე გამოვხატო ნატო-ს მხრიდან დაფასება და მადლიერება საქართველოს იმ მნიშვნელოვანი, აქტიური როლისთვის, რომელსაც ქვეყანა თამაშობს რეგიონში.
აღსანიშნავია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გადაჭრის მიმართულებით გაწეული დახმარება და ძალისხმევა უკეთესი რეგიონული თანამშრომლობისთვის. ამ მიმართულებით საქართველო წარმატებით თამაშობს უნიკალურ და გადამწყვეტ როლს. ამ როლს ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ ითამაშებს და ჩვენ მადლიერნი ვართ ამისთვის“, – განაცხადა აპატურაიმ.
მისივე თქმით, აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციის კუთხით.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს სიტუაცია რუსეთის გამო უარესდება. ის გავლენას ახდენს ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას და ინფორმაციის მიმოცვლას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
დაბოლოს, ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას რეფორმების განხორციელებისა და ნატო-სთან დაახლოების მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ამ რანგში მუშაობის 10 წლის განმავლობაში, თუ შევადარებთ იმ მდგომარეობას, რაც იყო მაშინ, როდესაც დავიწყე მუშაობა ამ პოზიციაზე და ახლა, აშკარაა, რომ საქართველომ საგრძნობლად წაიწია წინ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ამის ბევრი მაგალითი შემიძლია დავასახელო.
ჩემს ახალ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგაც გავაგრძელებ საქართველოსა და ჩვენი თანამშრომლობის მხარდაჭერას და ბედნიერი შევხვდები საქართველოს, როდესაც ის გაივლის „ღია კარის“ გზას“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 379
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24