პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: წელს ეკონომიკის ზრდა 7,7% იქნება

05.07.21 11:45


წლევანდელი პროგნოზი შეგვეცვალა და წელს ეკონომიკის ზრდა, როგორც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა, იქნება 7,7%, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, 4 თვის წინ ეკონომიკის გახსნამ ბიზნესსა და ზოგადად ქვეყანაში პოზიტიური მოლოდინები გააჩინა. შესაბამისად, მათი წლევანდელი საპროგნოზო მაჩვენებელი შეიცვალა.

 

„ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, 45%-ის ფარგლებში. მაისში - 25-%-იანი, რამაც განაპირობა ის, რომ წლევანდელი პროგნოზი შეგვეცვალა და წელს ეკონომიკის ზრდა, როგორც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა, იქნება 7,7%, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი - 57,2 მლრდ ლარი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები