პოლიტიკა

ლაშა დარსალია იაპონიის ელჩს შეხვდა

05.07.21 14:20


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობისა და დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება. ხაზგასმით აღინიშნა მიმდინარე წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მაღალი დონის დელეგაციის დასწრების მნიშვნელობა, რაც მეტ დადებით იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის მეგობრულ ურთიერთობებს.

 

ამასთან, იაპონიის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, თავის მხრივ იაპონიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა მჭიდრო ურთიერთქმედების გაგრძელებაზე, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხებთან მიმართებით.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები