პოლიტიკა

“რაც ხდება თბილისის ქუჩებში, სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა... ხელისუფლება კლავს სახელმწიფოს“ - ნიკა მელია

05.07.21 16:40


ხელისუფლება კლავს სახელმწიფოს - ასე ეხმაურება ჰომოფობიური ჯგუფების მიერ თბილისში გამართულ ძალადობრივ აქციას ოპოზიციის ლიდერი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია.

 

"რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა ჟურნალისტებზე - სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა.დღევანდელი ხელისუფლება მის მიერ მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით, კლავს სახელმწიფოს.

 

ოქტომბერში, რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებზე გადაწყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომდევნო წლებში - დამოუკიდებელ, ამაყ სახელმწიფოში თუ ისევ იმპერიის უკანა ეზოში - გუბერნატორ ივანიშვილის დამყაყებულ გუბერნიაში!

 

სახელმწიფოს არ დაგამთავრებინებთ. თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ!

 

თუ როგორ, მალე,რამდენიმე დღეში შეიტყობს საზოგადოება!" - წერს ნიკა მელია ფეისბუქის გვერდზე.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები