პოლიტიკა

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი დღეს საქართველოს ეწვევა

06.07.21 10:00


ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი დღეს საქართველოს ეწვევა, რის შემდეგაც აზერბაიჯანსა და სომხეთში გაემგზავრება.

 

თბილისში კომისარი პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.

 

როგორც ცნობილია, „პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს კომისარი ვარჰეი წარადგენს რეგიონის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას და მის ინიციატივებს თითოეული ქვეყნისთვის და განიხილავს ორმხრივი ურთიერთობების საკვანძო საკითხებს თითოეულ ქვეყანასთან.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები