პოლიტიკა

რატი ბრეგაძესა და ისრაელის იუსტიციის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

06.07.21 11:30


რატი ბრეგაძესა და ისრაელის იუსტიციის მინისტრ, ვიცე-პრემიერ გიდეონ საარს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, რატი ბრეგაძემ გიდეონ საარს იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

 

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა პარტნიორობის სფეროებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა განიხილეს.

 

გიდეონ საარიმ რატი ბრეგაძე ისრაელში მიიწვია. თავის მხრივ, ისრაელის იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძემ საქართველოში დაპატიჟა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები