პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიცია მუშაობს აქტიურად, ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება, ყველა დაისჯება, ვინც გუშინ ჟურნალისტებზე იძალადა

06.07.21 12:00


პოლიცია მუშაობს აქტიურად, დღეს სამი პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა ადმინისტრაციული წესით ამდენიმე ადამიანის დაკავება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულა, ის, რაც გუშინ რუსთაველის გამზირზე მოხდა, დასაგმობია.

 

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. მინდა, საჯაროდ ეს ფაქტი დავგმო. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. ჟურნალისტებზე, თქვენზე ძალადობა არის მიუღებელი და ეს არის დასაგმობი. პოლიცია მუშაობს აქტიურად, დღეს სამი პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა რამდენიმე ადამიანის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და ყველა პირი იქნება დასჯილი, ვინც ეს ჩაიდინა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

 

შსს-მ რუსთაველის გამზირზე აქციისას მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები