პოლიტიკა

ნათია თურნავა: ძალადობა დასაგმობია, დარწმუნებული ვართ, სამართალდამცველები თითოეულ ფაქტს გამოიძიებენ და დადგება სამართლებრივი შედეგი

06.07.21 13:40


ძალადობა დასაგმობია, დარწმუნებული ვართ, სამართალდამცველები თითოეულ ფაქტს გამოიძიებენ და დადგება სრულიად სამართლებრივი შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა თითოეული ასეთი სამწუხარო ფაქტი იყოს ბოლომდე გამოძიებული.

 

„რა თქმა უნდა, ძალადობა დასაგმობია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელი ეშლებათ ჟურნალისტებს საქმიანობაში, როდესაც ხდება შეტევა ჟურნალისტებზე. ის ფაქტები, რაც ჩვენ ვიხილეთ, დაშავებული ჟურნალისტები, ეს არის მიუღებელი.

ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცველები თითოეულ ასეთ ფაქტს გამოიძიებენ და დადგება სრულიად სამართლებრივი შედეგი.

 

ჩვენი გუნდის წევრებმა, ჩვენმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ძალიან ცალსახად დაგმეს ძალადობა. თქვენი პათოსი გასაგებია, ჩვენ ვუერთდებით ამ პათოსს იმ ნაწილში, რომ ძალადობა მართლაც არის ყოვლად მიუღებელი ჟურნალისტებთან მიმართებით. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი არის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სივრცე და გარემო ჟურნალისტებისთვის, რომ იმუშაონ, აბსოლუტური თავისუფლებაა ამ თვალსაზრისით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თითოეული ასეთი სამწუხარო ფაქტი იყოს ბოლომდე გამოძიებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

5 ივლისს, აგრესიულად განწყოფილი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთი მედიასაშუალების, მათ შორის, „იმედის“ თანამშრომლებს. ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „პრაიდის“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი, ჩამოხსნეს ლგბტ თემის შვიდფერიანი დროშა და საქართველოს დროშა აღმართეს. მოგვიანებით, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები