პოლიტიკა

ლატვიის მთავრობა საქართველოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყოფას გეგმავს

07.07.21 10:30


ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ლატვიის მთავრობა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს გამოუყოფს.

 

ამის შესახებ მან „ტვიტერის“ მიკრობლოგზე დაწერა.

 

„ლატვიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით უზრუნველყოს საქართველო, მოლდოვა, ჩერნოგორია, ალბანეთი და კენია.

 

ჩვენ ამ პანდემიას ერთიანი ძალისხმევით და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით დავძლევთ“, – წერს ედგარს რინკევიჩსი.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები