რიგის სამიტის დოკუმენტზე მუშაობა დაძაბულ რეჟიმში წარიმართა - სამიტის უცნობი დეტალები

20.05.16 19:30


სამიტი დასრულებულია, თუმცა მისი შედეგებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანა მისი შედეგებით კმაყოფილი არ არის.

აზერბაიჯანი დეკლარაციაში რამდენიმე პუნქტს ეწინააღმდეგებოდა და სამიტის დასრულებამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამიტი დატოვა.

კულუარული ინფორმაციის თანახმად, სამიტის მონაწილეებს მოუწიათ, აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის დაერეკათ და ასე დაებრუნებინათ მინისტრი სამიტზე, რათა საბოლოო ჯამში დეკლარაცია გამოქვეყნებულიყო.


რიგის სამიტის დეკლარაციაზე სომხეთისა და ბელორუსის ხელმოწერა საერთოდ არ არის.

უკმაყოფილოა მოლდოვაც, რადგან დეკლარაციაში არ ჩაიწერა "ევროპული პერსპექტივა მოლდოვასთვის".

ცალკე ხელი მოეწერა ხელშეკრულებას უკრაინასთან, რომლის თანახმად, მომავალი წლის დასაწყისამდე უკრაინას 1,8 მილიარდი ევრო დახმარების სახით გამოეყოფა. დეკლარაციაში ასევე დაფიქსირდა ტერმინი "ყირიმის ანექსია".

რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, უკრაინასა და საქართველოზე დეკლარაციაში წერია, რომ იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა მიიღოს, ამ ქვეყნებმა ბოლო მოხსენება უნდა იყოს პოზიტიური, რაც ხელისუფლების სამომავლო ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

ბოლო მოხსენება 2015 წლის დეკემბერში გამოქვეყნდება და, თუ ის პოზიტიური იქნება, შემდეგ ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხის განხილვა მოხდება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 2 წელიწადში ერთხელ იმართება და შემდეგი სამიტი 2017 წელს გაიმართება. თუმცა, სამიტის გამართვის ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები