პოლიტიკა
03.10.16 17:40
რაღაც ჭორებს ავრცელებენ ჩემზე, რომ გარბისო, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე ”ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
„რაღაც ჭორებს ავრცელებენ ჩემზე, რომ გარბისო. თვითონ საცოდავები გაქცეულები არიან და ამ სიცრუით უნდათ, რომ შეურაცხყოფა მომაყენონ. თანაც კარგი რამ თქვეს, ნუ ეშინიაო, ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ მოვეფერებით ოპოზიციასო. მათ აჩვენეს უკვე.
ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და კარგად აჩვენეს, როგორ ექცეოდნენ ოპოზიციას.
ვითომ ახალი გუნდია და ახლებურად მოდიან”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა “ნაციონალუირი მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო დაპირებებსა და ია მეტრეველსა და რულოვსს შორის მომხდარ შელაპარაკებაზეც გააკეთა კომენტარი.
”ეს იყოს ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც უაპელაციოდ ახალგაზრდა ბიჭებს ხოცავდნენ, სანდრა რულოვსი ჩამოვიდა და ზღაპრებს ყვება, რომ თვალებში თუ ტვინში ჩახედა ამ კაცს და ეს კაცი აღარ იძალადებს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ გამოვიდნენ და განმარტებები გააკეთონ, თუ როგორ შეცდომებზე ისწავლეს და რაზე იტყვიან უარს.
„ერთხელ ვთქვი, რომ ეს ქალბატონიც გამოვიდეს და განმარტებები გააკეთოს, რაზე იტყვიან უარს, რომ აღარ დახოცავენ ახალგაზრდებს, რომ აღარ გააუპატიურებენ, აღარ შეუვარდებიან ოჯახებში, აღარ ჩაერევიან სხვის პირად ცხოვრებაში, აღარ გადაიღებენ ამდენ კადრებს? 100 მილიონზე მეტი მოვითვალეთ, რაც მათ ჰქონდათ დახარჯული მარტო პირადი კადრების გადაღებაზე”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობის” პერიდოში გადაღებული კადრებიდან ერთი გელა ხვედელიძემ გაავრცელა და ხვედელიძეს ეს შეცდომა არ აპატიეს, უაპელაციოდ გაწირეს.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 442
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24