პოლიტიკა

კახა კუჭავა: პარლამენტი ნებისმიერი ფორმატით ბოლომდე გააკონტროლებს, რათა 5 ივლისს მონაწილე ყველა მოძალადე დაისაჯოს

22.07.21 17:00


გამოძიება მიმდინარეობს და აუცილებლად იქნება ანგარიშვალდებული გამოძიება და ყველა უწყება, მთელი საზოგადოების წინაშე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. უკმაყოფილებაც შეგვიძლია, გამოვთქვათ და ნამდვილად იქნება პარლამენტი ის ადგილი, სადაც დავსვამთ ყველა კრიტიკულ კითხვას, თუ რამე არ მოგვწონს ან რამე არ ხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

 

კახა კუკავამ ჟურნალისტებს მიმართა და მოუწოდა, მათი პროტესტი არ გასცდეს ჟურნალისტურ საქმიანობას და პარლამენტის დარბაზში არ იყოს დესტრუქციული ქმედებები.

 

„ჟურნალისტებს მივმართავ, კოლეგებო. მესმის, პროტესტის გამოხატვის ფორმაც. თქვენ ამის უფლებაც გაქვთ, მოგეცით კიდეც საშუალება და მოგეცემათ ყოველთვის.

აუცილებლად დაისჯებიან მოძალადეები, აუცილებლად იქნება ამაზე შესაბამისი რეაგირებაც. მათ შორის პარლამენტი ბოლომდე გააკონტროლებს და იქნება ეს საგამოძიებო კომისია, თუ სხვა ფორმატი, რომ აუცილებლად მოხდეს ყველა მოძალადის დასჯა.

 

არსებობს ვიდეოკადრები, გამოძიება მიმდინარეობს და აუცილებლად იქნება ანგარიშვალდებული გამოძიება და ყველა უწყება, მთელი საზოგადოების წინაშე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. უკმაყოფილებაც შეგვიძლია, გამოვთქვათ და ნამდვილად იქნება პარლამენტი ის ადგილი, სადაც დავსვამთ ყველა კრიტიკულ კითხვას, თუ რამე არ მოგვწონს ან რამე არ ხორციელდება.

 

ჩემი თხოვნა იქნება, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ვახორციელოთ ისე, როგორც ხდებოდა მანამდე. ამასთან, დარბაზში არ მივცეთ დესტრუქციისა და მათ შორის, ჩაშლის საშუალება. მით უმეტეს, თქვენი ქმედებით, რომელიც სცდება ჟურნალისტურ საქმიანობას. ჩემი თხოვნა იქნება, დავუბრუნდეთ საქმეს, პროტესტის უფლება გაქვთ, რომელიც განახორციელეთ, მაგრამ მივცეთ საშუალება სხდომას, გაგრძელდეს შესაბამისი წესითა და რეგლამენტით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები