პოლიტიკა

აქციაზე არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური პლაკატები და ატრიბუტიკა - ალასანია ხვალინდელ აქციაზე

20.05.16 20:15


ირაკლი ალასანის განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატების" მიერ ხვალ, 14:00 საათზე პროკურატურასთან დაგეგმილი აქცია სრულიად ზეპოლიტიკური იქნება .
ამის შესახებ პარტიის ლიდრმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაზე არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური პლაკატები, პარტიის დროშები.

"მადლობა ყველა პოლიტიკურ ძალას მხარდაჭერისთვის" - აცხადებს ალასანია.
შეგახსენებთ, სასამართლოს გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდათ, მათ სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდნენ. სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით განისაზღვრა.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკან "თავისუფალი დემოკრატები" ბიძინა ივანიშვილის ხელს ხედავენ და კაბელების საქმესთან დაკავშირებით შაბათს აქციას პროკურატურასთან გამართავენ.

ე.წ “კაბელების საქმესთან” დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.სექტორი მიიჩნევს, რომ საქმესთან დაკავშირებულმა გარემოებებმა შექმნა არასრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და პროცესის პოლიტიზირების განცდა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები