პოლიტიკა

პოლიტიკური პარტიები საჩივრების ელექტრონულად წარდგენის ახალ პროგრამას გაეცნენ

30.07.21 16:40


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალი ელექტრონული სერვისი დანერგა, რომელიც საარჩევნო საკითხებზე საჩივრების ონლაინ წარდგენას მოიცავს. ამ ინიციატივას დღეს, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ცესკოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი შარაბიძემ გახსნა.

 

ღონისძიებაზე განიხილეს ელექტრონულად საჩივრის წარდგენის, უფლებამოსილი პარტიების მიერ წარმომადგენელთა რეგისტრაციისა და კომისიების წევრების დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებული სიახლეები. ასევე, დაინტერესებული საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი კანდიდატების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები.

 

ელექტრონული რეგისტრაციების დანერგვის მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტურად წარმართვა, პროცედურების გამარტივება საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის და მათთვის ხარისხიანი და უსაფრთხო სერვისების მიწოდება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები