პოლიტიკა
03.08.21 18:00
თუ ჩვენ ამ არჩევნებზე აქტიურები ვიქნებით, ჩვენ ნებას გამოვხატავთ, ამ რეჟიმს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების მშვიდობიანი დათმობა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ბოკერია აღნიშნავს, საჭიროა საკვანძო ქალაქებში და რაიონებში მმართველი პარტიის დამარცხება, რაც მათი სტრატეგიული ამოცანაა.
„საზოგადოების ხელშია ყველაფერი. თუ ჩვენ ამ არჩევნებზე აქტიურები ვიქნებით, ამ ჩვენ ნებას გამოვხატავთ, ამ რეჟიმს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების მშვიდობიანი დათმობა. ეს აუცილებელი პირობაა, რომ შემდეგ რეალური რეფორმები განხორციელდეს. ამისთვის საჭიროა საკვანძო ქალაქებში და რაიონებში მათი დამარცხება, ეს ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, „ევროპული საქართველოს“ ყველა ინიციატივა სწორედ ამ ამოცანისკენ არის მიმართული“, - აღნიშნავს ბოკერია.
კითხვაზე, თუ რამდენად სანდოა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევები, ბოკერია აღნიშნავს, რომ ის კვლევებს ენდობა, ვინაიდან, საერთო სურათს გვაძლევს.
„სრულიად ვენდობი, კვლევები ზუსტ პროცენტებს ვერ გეუბნება. არის მესამედი, რომელიც არ იძახის პასუხს, არის ცდომილება, ოღონდ გაძლევს საერთო სურათს.
როდესაც მმართველი პარტია ხარ და ეს მონაცემი გაქვს, რომელიც ცდომილების მიღმაა, ქვეყნის მიმართულების პასუხთან ერთად, სადაც უზარმაზარი პროცენტია უარყოფითი, რა თქმა უნდა, ეს მათთვის საგანგაშო და საზოგადოების ბუნებრივი რეაქციაა. ეს არაფრის გარანტია არ არის, თუ ჩვენ ყველა ერთად პოლიტიკურმა პარტიებმა, მოქალაქეებმა არ გამოვხატეთ ნება ამ არჩევნებზე“, - აღნიშნავს ბოკერია.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ ისინი არ ენდობიან „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს“, ბოკერია აღნიშნავს: „ეს არის ბოდვა უსასრულოდ გაგრძელდება მათი მხრიდან ყურადღებაც კი არ უნდა მივაქციოთ“.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24