საზოგადოება

ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგური ვაჟა-ფშაველა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

04.10.16 19:20


მეტროსადგული ვაჟა-ფშაველა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის მიზეზი ტექნიკური ხარვეზია:
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ რომ, ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგური ვაჟა-ფშაველა დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს.

ხარვეზი სიგნალიზაციის მოწყობილობის დაზიანებითარის გამოწვეული. პრობლემის აღმოფხვრისთანავე მეტროსადგური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შემქნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები