პოლიტიკა

კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე - სასაცილო და კომიკური ფიგურა გახდა

30.08.21 15:20


არ ვიცი რამდენად საინტერესო უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის არაფრისმომცემი განცხადებები, უბრალოდ, სასაცილო და კომიკური ფიგურა გახდა, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ შეკითხვას.

 

თბილისის მერის თქმით, მიხეილ სააკაშვილზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, რადგან თბილისის მოსახლეობასთან მხოლოდ წინასაარჩევნო გეგმებზე და გამოწვევებზე აპირებს საუბარს.

 

,,მე არ ვაპირებ მასზე კომენტარის გაკეთებას, მაქვს ჩემი საქმე, ჩემი საარჩევნო კამპანია და ხედვები ქალაქთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქალაქი და საით მივდივართ, ამაზე ვაპირებ საუბარს თბილისის მოსახლეობასთან მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ის ასევე გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია „მესამე ძალის“ შექმნას. კითხვაზე, რამდენად გაუწევს მათი კანდიდატი კონკურენციას, კალაძემ აღნიშნა, რომ ეს საინტერესო არ არის და მისთვის ყველაზე დიდ კონკურენტს დედაქალაქში არსებული პრობლემები წარმოადგენს.

 

,,ჩემთვის არ არის საინტერესო, ყველაზე დიდი გამოწვევა და კონკურენტი არის არსებული პრობლემები დედაქალაქში და ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ამაზე უნდა ვისაუბროთ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, თუ რა კონკრეტული პროექტები განხორციელდება და როგორ ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც აწუხებს თბილისელებს. ეს იქნება ჩემი ძირითადი მიმართულება და მხოლოდ ამაზე ვაპირებ საუბარს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები