პოლიტიკა

„ვუშოვე ვაქცინა ევროპაში, ამათ დარეკეს არ გვინდა თავი დაგვანებეთო“ - სააკაშვილი ხელისუფლებაზე

31.08.21 16:00


საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობას დაეხმაროს.

 

სააკაშვილის თქმით, ევროკავშირის დახმარების არმიღების შემდეგ ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდება და უმუშევრობა გაიზრდება.

 

„დაწყებული ავღანეთიდან, ამერიკიდან და დამთავრებული ევროპით ყველა ჩემი კონტაქტი უცხოელებთან იყო მცდელობა ქართველების დახმარების, რომელშიც ესენი მიშლიან ხელს. ვუშოვე ვაქცინა ევროპაში, ამათ დარეკეს არ გვინდა თავი დაგვანებეთო.

 

ვუშოვე თვითმფრინავი ხალხის ევაკუაციისთვის, გახარია იყო მაშინ პრემიერი, უთქვენოდაც ყველაფერს გავაკეთებთო. რაში სჭირდება ჩემი მცდელობა იმას, რომ ამათ დახმარება შეუჩერონ.

 

გაზარდეს უმუშევრობა, საგარეო ვალი და ევროკავშირის დახმარების არ მიღების შემდეგ ვალუტა კიდევ უფრო დავარდება და უმუშევრობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. რა თქმა უნდა ეს დახმარება არ უნდა მიიღონ, რადგან მთლიანად მიდის მათ ჯიბეებში და არაფერი აღწევს ქართველ ხალხამდე“, - აცხადებს სააკაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები