პოლიტიკა

კახა კალაძე: „მესამე ძალა“ იქნება, მეოთხე თუ მეათე, ამას მოსახლეობა არჩევნებზე გადაწყვეტს

31.08.21 16:40


„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წარდგენა შეაფასა.

 

მისი თქმით, „მესამე ძალა“ იქნება, მეოთხე თუ მეათე, ამას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს არჩევნებზე - მოსახლეობა არის ჟიური.

 

„მესამე ძალა იქნება, მეოთხე, თუ მეათე, ამას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს არჩევნებზე. დაველოდოთ, არჩევნებს, არჩევნები საუკეთესო ტესტია, თუ რომელი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია რა ქულას მიიღებს. მოსახლეობა არის ჟიური, ის გადაწყვეტს, ვინ სად უნდა იყოს", - აღნიშნავს კალაძე.

 

გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის“ წევრები წარადგინა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები