პოლიტიკა
31.08.21 17:20
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ მაღალი დონის შეხვედრების დაწყება დააანონსა. შეხვედრები მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას; ამასთან, გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ არჩევნების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს.
ინფორმაციას NDI-ის წარმომადგენლობა ავრცელებს.
მაღალი დონის შეხვედრებს NDI-ს სახელით გაუძღვებიან: ჰოვარდ დინი, ვერმონტის შტატის ყოფილი გუბერნატორი და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და კენ უოლაკი, ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და NDI-ის ყოფილი პრეზიდენტი. გუნდის სხვა წევრებს შორის არიან: პერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში; ემი ინგლიში, საგარეო პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, სენატორი ჯინ შაჰინის ოფისიდან; ჰანა თობურნი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი სპეციალისტი; კეტ ქოსგროვი, უფროსი საკანონმდებლო თანაშემწე კონგრესმენ ჯერალდ კონოლის ოფისიდან; ბენ კუპერი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენელი, ევროპის, ენერგო, გარემოსდაცვითი და კიბერუსაფრთხოების საკითხების ქვეკომიტეტიდან; მელისა მუსიო, NDI-ის ევრაზიის რეგიონული თანადირექტორი; პეტ მერლო, NDI-ის არჩევნების პროგრამების დირექტორი; და ალან გილამი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.
გუნდი ვირტუალურ რეჟიმში პარტიების, ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრები NDI-ის 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის შემუშავებული, მრავალკომპონენტიანი პროგრამის პირველ ფაზას წარმოადგენს.
სექტემბრის დასაწყისში NDI საქართველოში არჩევნების გრძელვადიანი შეფასების, მცირე ზომის მისიას გააგზავნის. ინსტიტუტის გრძელვადიანი ანალიტიკოსები არჩევნებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკვანძო საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: არჩევნების ადმინისტრირება, საარჩევნო კამპანიები, საინფორმაციო გარემო, გენდერისა და ინკლუზიის საკითხები.
სექტემბრის ბოლოს, უშუალოდ არჩევნების წინ, მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად და არჩევნებში კონსტრუქციულად მონაწილეობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, NDI-ის გუნდი პარტიების, მთავრობის, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებთან, დისკუსიების მეორე ეტაპს გამართავს.
NDI-ის არჩევნების საერთაშორისო პროგრამა საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განხორციელდება. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
21:4120.05.24
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24