პოლიტიკა

გიგი წერეთელი - საქართველო რომ ვერ იღებს ევროკავშირის დახმარებას, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურება

31.08.21 17:40


ის, რომ საქართველო ვერ იღებს ევროკავშირის დახმარებას, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურება, იმ პოლიტიკის, რომელსაც ისინი ატარებენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნულ დახმარებაზე უარის თქმა, საქნციებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

 

„ქვეყანა ვალებში იხრჩობა, ძალიან კარგად ვიცით, კატასტროფული ვალებია აღებული და ახლა, თითქოს, დაიწყო ვალების გასტუმრება და ამ ეგიდით უარის თქმა ამ დახმარებებზე, ამას ვინ დაიჯერებს. ეს არის ზღაპარი და არის მხოლოდდამხოლოდ იმისთვის, რომ მხარდამჭერები გაამხნევონ და თქვან, აი, ჩვენ როგორი მაგარი ბიჭები ვართ, არ ვეპუებით ევროკავშირს. სინამდვილეში, ეს, სამწუხაროდ, ქვეყნისთვის, არის ნაბიჯი სანქციისკენ. ის, რომ ვერ იღებს ქვეყანა დახმარებას, ეს გარკვეულწილად არის სანქციის ფორმა და ამაზე იმუშაოს ხელისუფლებამ, თუ მას რეალურად სურს ევროკავშირთან ინტეგრაცია“, – განაცხადა წერეთელმა.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით მილიარდი ლარის აკუმულირება მოხდა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები