პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე - ქართველი  ხალხი ისჯება იმიტომ, რომ „ქართული ოცნება” არის უპირო მხარე

01.09.21 10:00


ქართველი ხალხი ისჯება იმიტომ, რომ „ქართული ოცნება” არის უპირო მხარე, - ასე ეხმაურება პარტია „ლელოს" გენერალური მდივანი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე საქართველოს მიერ ევროკავშირისგან ფინანსური ტრანშის ვერ მიღებას.

 

მისი განცხადებით ევროკავშირი, რომელიც არის საქართველოს უერთგულესი პარტნიორი, უარს ამბობს ტრანშის გადმორიცხვაზე იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.

 

„ეს არ არის მხოლოდ 300 მლნ ლარის ზიანი, რაც ქვეყანამ მიიღო. ეს არის გარესამყაროსგან სიგნალი, რომ ამ ქვეყანაში რაღაც ცუდი ხდება. ევროკავშირი, რომელიც არის ჩვენი უერთგულესი პარტნიორი, უარს ამბობს ტრანშის გადმორიცხვაზე იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას სასამართლო რეფორმის კუთხით, დემარშით პასუხობს მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას.

 

ეს არის მთავრობა, რომელმაც სიტყვას დააკარგვინა ფასი.

 

ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, არის ხალხის ინტერესების პირდაპირი ღალატი. 2 ოქტომბერს ჩვენი ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები