პოლიტიკა

თურნავა ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე: საკითხი მარტივად დგას – ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი

01.09.21 10:20


ნათია თურნავას თქმით, საქართველომ ევროკავშირის მიკროფინანსურ დახმარებაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ქვეყანას შიდა რესურსი აქვს და საგარეო ვალის გაზრდა საჭირო აღარაა.

 

"ვწუხვარ, რომ უფრო მეტად ეკონომიკურმა საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, საკითხი დგას მარტივად - დღეს ჩვენ ვსაუბრობდით, რამდენად მაღალია ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენის ზრდის ტემპი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ეკონომიკამ 1 მილიარდი ლარი დამატებით გამოიმუშავა.

 

ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი, რომელიც შეგვიძლია ბევრ პროგრამას და კარგ საქმეს მოვახმაროთ და საგარეო ვალი, რომელიც ისედაც საკმაოდ გაგვეზარდა პანდემიის გამო, აღარ უნდა გავზარდოთ. აქ ხომ საუბარია არა დახმარებაზე, არამედ საგარეო ვალის გაზრდაზე, ეს არის სესხი და შესაბამისად, თუკი საკუთარი რესურსი გაქვს, არაა საჭიროება, რომ გავზარდოთ სესხი. ეს არის მოცემულობა", - თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

ევროკავშირის განცხადებით კი, საქართველომ ფინანსური დახმარების მეორე ნაწილი ვერ მიიღო იმ მიზეზით, რომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები