პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობაში მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა

01.09.21 10:40


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში მაკროფინანსური დახმარების დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

 

„ევროკავშირის სახელით ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით 31 აგვისტო, 2021 საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, თავი შეეკავებინა 75 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მოთხოვნისგან. ეს თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს რომელიც მან 2020 წლის სექტემბერში მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობების ხელმოწერისას აიღო. 150 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა“, - განაცხადა კრამპმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შეიკავოსევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები