პოლიტიკა

კახა კუჭავა - ევროატლანტიკურ გზას არანაირი საფრთხე არ ემუქრება

01.09.21 12:20


პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ კუჭავამ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების შეფასებისას განუცხადა.

 

„მას ჰკითხეთ, საიდან აქვს ინფორმაცია, წინასწარ იცოდა რამე რომ ხდებოდა თუ ეს მისი ვარაუდია?! მისი სკეპტიკური განცხადება მოვისმინეთ ხელშეკრულებიდან, როგორც თავად ამბობდა, ჩვენ გასვლასთან დაკავშირებითაც. თუმცა ფაქტი ერთია, მე მას პირადად ვესაუბრე და ძალიან უკმაყოფილო იყო, თუნდაც იმით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი საერთოდ არ მოაწერა. სჯობს მთელს სურათში შევხედოთ ამ კონტექსტს, მისი ეს კონკრეტული განცხადება რას ემსახურებოდა. არანაირი საფრთხე ევროატლანტიკურ გზას არ ემუქრება, აუცილებლად გავაგრძელებთ რეფორმებს და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს, რასაც ჩვენგან ყველა ელოდება,“ - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა შეთანხმების პირობები მეორე ტრანშისთვის (75 მლნ). შესაბამისად, მას არ შეუძლია უარყოს ის, რისი უფლებაც არ ჰქონდა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები