პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე - ხელისუფლება თუ სასანქციოს გააკეთებს რამეს, სანქციების გამოყენება არავის მოერიდება

01.09.21 13:40


უამრავი ვალდებულება გათვალისწინებულია. ყველა თუ არა, მათი უდიდესი ნაწილი შესრულებულია. სამომავლოდ ასეთი რეფორმების განხორციელება იგეგმება, – ამის შესახბე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ ხელისუფლება სასანქციოს გააკეთებს რამეს, სანქციების გამოყენება არავის მოერიდება.

 

„რაც შეეხება ოპონენტებს, როგორც კი, ასეთი დისკუსია შეფასებითი კატეგორიის კინკლაობაში შედის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მუხტი მაღლა იწევს და ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობა კლებულობს. ეს არ არის არავითარი სანქცია, თუ ხელისუფლება სასანქციოს გააკეთებს რამეს, სანქციების გამოყენება არავის მოერიდება. სანქციები არის ოპოზიციის მხრიდან სასურველი და ნანატრი, რომელიც რეალობა ნამდვილად არ არის. ეს არის ილუზია და ცდილობენ, შეთხზული არგუმენტებით კვებონ ინტერესი, რომელიც კრიტიკულად განწყობილ ელექტორატს შესაძლოა, გააჩნდეს“, -განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები